WeLCoMe :)))
შაბათი, 2024-05-18, 7:30 PM
WwW.ChALSeA.TK THe BesT WaReZ PoRTaL
სექციის კატეგორიები
თამაშები [85]
თამაშები
კინოები [101]
კინოები
მუსიკები [20]
მუსიკები
ვიდეოები [34]
ვიდოები
სურათები [29]
სურათები
სპორტი [21]
სპორტი
პროგრამები [25]
პროგრამები
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი იარაღი ჯობია?
სულ პასუხი: 55
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
მთავარი » 2009 » ივნისი » 11 » ოფიციალური განცხადება : კაკა ”რეალის” ფეხბურთელია!
12:34 PM
ოფიციალური განცხადება : კაკა ”რეალის” ფეხბურთელია!

მადრიდის რეალის გულშემატკივრებს ფლორენტინო პერესმა მრავალწლიანი ოცნება აუხდინა. როგორც იქნა დასრულდა ჭორები კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით და იგი უკვე ოფიციალურად მადრიდის რეალის ფეხბურთელია. კაკამ როგორც უკვე ვიცით რეალთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან მოიწვია პრესკონფერენცია სადაც მან ილაპარაკა თავის მომავალ კარიერაზე.

რას ეტყვით მილანის გულშემატკივრებს მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ თქვენ მომავალი სეზონიდან რეალის ღირსებას დაიცავთ?

ვიტყვი რომ ამ სერიალს წერტილი დაესვა და მე უკვე ოფიციალურად მადრიდის რეალის ფეხბურთელი ვარ. მილანის გულშემატკივრებს კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მე სწორედ ამ გუნდში მოვიპოვე სახელი და მოვიგე უამრავი ტიტული. ახლა ბრაზილიაში ვიმყოფები და აქედან მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მილანურ კლუბს, მე არასოეს არ მივიღებდი შემოთავაზებას სხვა კლუბიდან, უბრალოდ ძნელია უარი თქვა მადრიდის რეალში თამაშზე, როდესაც ეს კლუბი რამოდენიმე წელია ცდილობს შენს შეძენას და რაც მთავარია მილანი დათანხმდა ჩემს გაშვებაზე.

თუ არ გსურდათ გუნდიდან წამოსვლა რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

როგორც მოგეხსენებათ ძალიან ბევრ კლუბს ფინანსური კრიზისი შეეხო და მათ შორის მილანიც მოხვდა. ჩემი აზრით მე კლუბისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღე, ვინაიდან ჩემი ტრანსფერით ისინი მოახერხებენ კრიზისის დაძლევას.

რას გვეტყვით თქვენს ახალ კლუბზე “მადრიდის რეალზე”?

ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ისინი აპირებენ შეკრიბონ ახალი გუნდი და მე მომეცემა საშუალება ვითამაშო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით. სიმართლე გითხრათ ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო რის გამოც დავტოვე კლუბი. აგრეთვე მადრიდის რეალი კვლავ აპირებს იყოს ესპანეთისა და ევროპის საუკეთესო გუნდი. მადრიდის რეალი ეს არის მოტივაცია ჩემთვის, სადაც შემეძლება მოვიგო უამრავი ახალი ტიტული.

რა იცით მადრიდის რეალზე? ბევრი თქვენი თანამემამულე ასპარეზობდა ამ კლუბში და თუ გიამბეს მათ რაიმე?

ყველა ჩემმა პარტნიორმა ბრაზილიის ნაკრებში, რომელსაც უთამაშია მადრიდის რეალში, შესანიშნავად დაახასიათა ეს კლუბი და მირჩია მომეწერა კონტრაქტზე ხელი. თუმცა მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ კლუბზე და ამ კლუბის დიდება იქიდანაც ჩანს, რომ ამ კლუბში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან რაული და კასილასი.

რატომ გადაწყვიტეთ რეალში გადასვლა წელს? თქვენ ხომ მანამდეც გქონდათ ამის გაკეთების საშუალება?

სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ალბათ დიდი გავლენა იქონია კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მე მენდობოდა და ახლა ის კლუბში აღარ არის. რეალში გადასვლით კი მე შესანიშნავ გამოცდილებას მივიღებ.

რას იტყვით ფლორენტინო პერესზე?

ფლორენტინო პერესს აქვს ჩამოყალიბებული გეგმა, რომლის მიხედვითაც მან უნდა შეიძინოს მსოფლიო დონის ფეხბურთელები. ის აპირებს ჩამოაყალიბოს შემტევი კლუბი, ამ ფაქტორის გამო მე მივანიჭე უპირატესობა მადრიდის რეალს და არა სხვა რომელიმე კლუბს.

თქვენ მოგიწევთ შეეწინააღმვდეგოთ მესის მომავალ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის…

მესიმ შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი თვი 2008/2009 წლის სეზონში და ღირსეულად იმსახურებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. მე იმედი მაქვს, რომ ბარსელონას ჰეგემონიას ბოლო მოეღება და რეალის ჯერი დადგება.

რას ელით მილანისგან? 

ვფიქრობ ისინი მოახერხებენ მინიმუმ იტალიის ჩემპიონატის მოგებას ლეანდროსთან ერთად, რომელიც შესანიშნავი მწვრთნელია, აგრეთვე იყიდიან მაღალი დონის ფეხბურთელებს. ჩემი აზრით მილანი ჩემ გარეშეც მშვენივრად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

როგორ ფიქრობთ თქვენს ადგილს მილანში პატო დაიკავებს?

მინდა რომ ასე იყოს, პატო უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მან ეს უკვე დაამტკიცა, მას ოდნავ გამოცდილება აკლია, რომელსაც მალევე დააგროვებს და ერთი-ორ წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინება.

გსურთ, რომ მადრიდის რეალში დაასრულოთ კარიერა, როგორც ეს ზიდანმა გააკეთა?

მე ხელი მოვაწერე ექვსწლიან კონტრაქტს. ეს პერიოდი სრულიად საკმარისია, რათა დავტოვო ჩემი კვალი ამ კლუბში და მოვიგო უამრავი ტიტული.

უკვე გადაწყვიტეთ რომელ ნომერს აიღებთ? გავრცელდა ხმები თითქოს აპირებთ აიღოთ 5 ნომერი, რომელიც ერთ დროს ზიდანს ეკუთვნოდა…

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას რომ ისეთი დიდებული ფეხბურთელის ნომერს მთავაზობენ, როგორიც ზიდანია. თუმცა ზიდანი სულ სხვა დონეა, მან შექმნა თავისი ეპოქა როგორც მადრიდის რეალში, ისე საფრანგეთის ნაკრებში. მე ჯერ არ გადამიწყვეტია რომელ ნომერს ავიღებ.

თქვენ ყოველთვის იძახდით, რომ მილანში ბედნიერი იყავით და არ აპირებდით კლუბის დატოვებას, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი პირიქით მოხდა… რატომ აკეთებდით ასე?

იმიტომ რომ კლუბის დატოვებას მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ ეკონომიკურმა მდგომარეობამ მაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს იყო შესანიშნავი შეთავაზება ჩემი კლუბისთვის, რომელზეც უარის თქმა მილანისთვის ძნელი იყო.
DoWnLo@d

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 854 | დაამატა: tokatoka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საათი
iPHoNe
widgeo.net
კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz